Powered By Blogger

суббота, 20 ноября 2010 г.






კაპიტალიზმი   2009
                                                                                                                                                                  რუსთაველის გამზირი, 1989-2009
    

დავით კუხალაშვილი

რუსთაველის # 10, 1992

ქაღალდი, აკრილი. 277/150 სმ.

სადიპლომო ნამუშევარში რუსთაველის გამზირი, 1989-2009 დავით კუხალაშვილმა ქვეყნის მთვარი ქუჩის ფსიქოგეოგრაფია წარმოგვიდგინა. დაშლილი შენობები, ერთმანეთში არეული საბჭოური წარსულისა (ლაღიძის წყლები) და თანამედროვე (კოკა-კოლა) წარწერები, წარმოგვიდგენს არა ქალაქის ლანდშაფტის რეალისტურ სურათს, არამედ იმ კვალს, რაც მხატვრის ცხოვრების განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა დატოვა მის მეხსიერებაში. ამ სათქმელის გადმოსაცემად მხატვარი საუკუნის დასაწყისის რუსული-საბჭოური ავანგარდის ენის შეგნებულ პროფანიზირებას ახდენს. რისი თქმა შეიძლება სუპრემატიზმის, კონსტრუქტივიზმის, კუბო-ფუტურიზმის - ნათელი მომავლისადმი პათოსით, ადამიანის ძალებისადმი რწმენით განმსჭვალული მხატვრული მოძრაობების ენაზე დღეს - ცვლილებთა დიდი პროექტებისადმი იმედგაცრუების, სისტემათა და საზოგადოებრივ ფორმაციათა ნგრევის გამოცდილების მქონე საზოგადოებაში?

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევარში რუსთაველის # 10, 1992 დავით კუხალაშვილმა რუსთაველის გამზირის კონკრეტულ მონაკვეთს და კონკრეტულ დროს მიაპყრო მზერა. სამოქალაქო ომის დროს დანგრეული პირველი საჯარო სკოლის ფონზე მდგარი ილიასა და აკაკის - ქართული მწიგნობრობისა და განმანათლებლობის ფუძემდებელთა ძეგლი ბოლო წლების ქართული ისტორიის აბსურდულობას და პარადოქსულობას უსვამს ხაზს.